სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობის მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 338 მილიონ 600 ათას დოლარამდე შემცირდა, კლება 26.2%-ია.
ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 46.7% შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 38.9%-ითაა შემცირებული და 158.2 მლნ დოლარს გაუტოლდა.
ტრადიციულ ბაზრებთან ვაჭრობის შემცირების პარალელურად, ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი 2 მიმართულებით, რუმინეთთან და საბერძნეთთან მკვეთრად გაიზარდა.
2024 წლის პირველ თვეს, რუმინეთთან 11 361% ზრდა დაფიქსირდა, საბერძნეთთან კი, 1 340%-ით. თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ აქამდე ამ ორ ქვეყანასთან ვაჭრობის მაჩვენებლები ძალიან მცირე იყო, წელს კი, რუმინეთთან 3.9 მლნ აშშ დოლარს, საბერძნეთთან კი, 5.09 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.
რუმინეთში ექსპორტირებული 3.9 მლნ დოლარიდან აზოტოვან სასუქებზე $3.8 მილიონი მოდის, რამაც ექსპორტის ნახტომისებური ზრდა განაპირობა. ადგილობრივი ექსპორტიდან საქართველომ რუმინეთში სულ 4 დასახელების საქონელი გაყიდა, არც ერთი, გასულ წელს ჩამონათვალში არ იყო. წელს კი, ექსპორტზე აღარ გასულა მინერალური და მტკნარი წყლები, ავეჯი და და ტკბილი გაზირებული წყლები.
რუმინეთში საექსპორტო პროდუქცია კი, ასე გამოიყურება:
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი – $3.8 მლნ; გასულ წელს მაჩვენებელი ნულოვანი იყო.
ბოსტნეული სხვა, ახალი ან შეყინული – $34.5 ათასი;
საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი – $10.9 ათასი
ტომრები და პაკეტები შესაფუთი – $520
რაც შეეხება საბერძნეთს, საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალი ასეთია:
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – $4.3 მლნ;
ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – $417 ათასი;
თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…